დემბელემ შესაძლოა
Aa
Aa

დემბელემ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს

ლა ლიგის მერვე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა. „ბლაუგრანას“ მხრიდან თავი სუარესმა, ვიდალმა, დემბელემ და მესიმ გამოიჩინეს. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კი ოთხ გოლთან ერთად 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი იხილა.           

შეხვედრის 87-ე და 88-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, მატეუ ლაოსმა მოედნიდან „ბარსას“ ორი ფეხბურთელი, არაუხო და დემბელე გააძევა. მატჩის შემდეგ ესპანელმა არბიტრმა თავის მოხსენებაში მიღებული გადაწყვეტილება ახსნა.

ლაოსის მიხედვით არაუხოსთვის ნაჩვენები წითელი ბარათის შემდეგ, მას დემბელემ ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენ ცუდი, ძალიან ცუდი ხარ“. ფრანგ ფეხბურთელს ნაადრევად მოედნის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. რაც შეეხება არაუხოს, ლაოსის თქმით მან ბოლო იმედის ჯარიმა აიღო.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ შესაძლოა დემბელემ „ელ კლასიკო“ გამოტოვოს. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი მსაჯების შეურაცხყოფას არავის პატიობს. თუ მათ ჩათვალეს, რომ დემბელეს სიტყვები შეურაცხყმყოფელი გახლდათ, „ბარსას“ ფრანგ ფეხბურთელს მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები