NBA-ს სტარტი ახლოვდება - ცნობილია, თუ ვისთან მატჩით დაიწყებს ბითაძე სადებიტო სეზონს
Aa
Aa

NBA-ს სტარტი ახლოვდება - ცნობილია, თუ ვისთან მატჩით დაიწყებს ბითაძე სადებიტო სეზონს

NBA-ს ახალი სეზონი კარსაა მომდგარი, მილიონობით გულშემატკივარი დღეებს ითვლის, როდესაც 23 ოქტომბერი დადგება.

წლევანდელი სეზონი ისტორიული იქნება საქართველოსთვისაც, რადგან გოგა ბითაძეს ლიგაში დებიუტი ექნება!

კიდევ ერთი ქართველი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში. უკვე გამოქვეყნდა კალენდარი, თუ ვინ ვის დაუპირისპირდება სტარტზე და ზოგადად მთელს რეგულარულ სეზონში.

გოგას „ინდიანა პეისერსი“ პირველ ტურში ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთს „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება. 4 დღის შემდეგ კი „კლივლენდთან“ ჯახი იქნება.

რაც შეეხება ბითაძისა და „ინდიანას“ საინტერესო დაპირისპირებებს ლიდერების წინააღმდეგ, 17 დეკემბერს მათ ლებრონისა და ენტონი დევისის „ლეიკერსთან“ შერკინება ელით. 24 იანვარს კი გოგას „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ უილიამსონი და მისი „ნიუ ორლეანი“ „ინდიანას“ 28 დეკემბერს დაუპირისპირდება.

ყველა მოუთმენლად ელის გოგა ბითაძის დებიუტს და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველ კალათბურთელს ტრავმები ნაკლებად შეაწუხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები