რა უთხრა მესიმ თანაგუნდელებს
Aa
Aa

რა უთხრა მესიმ თანაგუნდელებს "ინტერთან" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ?

ლეო მესის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებამ „ბარსელონას“ წარმატება მოუტანა. მესი, რომელმაც 90 წუთი წლევანდელ სეზონში პირველად ითამაშა „ინტერთან“ ჯახში კატალონიური გრანდის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ.

„ლა პულგამ“ გუნდს, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში ულიდერა. „ბლაუგრანამ“ პირველი ტაიმი წააგო, თუმცა მეორე ნახევარში თამაში შემოაბრუნა. „ბარსელონას“ წარმატება დიდწილად ერნესტო ვალვერდეს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა განაპირობა, თუმცა მესის სიტყვებმაც თავისი წვლილი შეიტანა.

Movistar-ის კამერებმა გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში „ბარსელონას“ კაპიტნისა და მისი თანაგუნდელის გამოსვლები დააფიქსირეს. ლეო მესი „ბარსას“ ფეხბურთელებს მოუწოდებს ვალვერდეს ტაქტიკურ დავალებებს მიჰყვნენ: „ბიჭებო მოდით, ნუ გავგიჟდებით. მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლა განვახორციელოთ. როგორც გვჩვევია ხოლმე".

 

არგენტინელს მხარი პიკემაც აუბა და განაცხადა, რომ მათ ზეწოლა ერთობლივი ძალებით უნდა განეხორციელებინათ, თორემ არაფერი გამოვიდოდა. ბოლოს კი ყველაფერი სუარესმა დაასრულა, რომელმაც თანაგუნდელები შეაგულიანა.

როგორც მოგეხსენებათ „ბარსელონას“ ტრიოს გამოსვლამ შედეგი გამოიღო და „ბლაუგრანამ“ „ინტერი“ 2-1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები