Aa
Aa

მორიგი დაპირისპირება სალაჰსა და ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციას შორის

„ლივერპულის“ სუპერვარსკლავ მოჰამედ სალაჰსა და ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციას შორის ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეგვიპტური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-ს The Best-ის დაჯილდოებაზე მხოლოდ ერთი ხმა დაარეგისტრირა.

ეგვიპტეში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, აჰმედ ელმოჰამადიმ და ოლიმპიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შაუკი ღარიბმა განაცხადეს, რომ მათ ხმა მოჰამედ სალაჰს მისცეს, თუმცა რატომღაც მათი არჩევანი საერთო ჩათვლაში არ ასახულა.

ამასთან ერთად ერთადერთი ხმა, რომელიც FIFA-მ ეგვიპტისგან მიიღო ადგილობრივ ჟურნალისტს, ჰანი დანიალს ეკუთვნოდა, რომელმაც პირველ ადგილზე სადიო მანე, მეორეზე კრიშტიანუ რონალდუ, მესამეზე კი სალაჰი გაიყვანა.

ეგვიპტელი გულშემატკივრები შიშობდნენ, რომ იყო შანსი სალაჰს ნაკრებში თამაშზე უარი ეთქვა, თუმცა „ლივერპულის“ სუპერვარსკლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეეცდებიან ჩემი თქვენდამი სიყვარულის შეცვლას, მიზანს ვერ მიაღწევენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები