Aa
Aa

"ეს არ შეიძლება რომ ხდებოდეს!" - მატჩის შემდეგ განრისხებული მესი თანაგუნდელებს უყვიროდა

„გრანადასთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ, „ბარსელონა“ გამოუვალ მდგომაროებაში იმყოფება. კატალონიელებმა სეზონის სტარტზე ლამის ანტირეკორდი დაამყარეს.

გუნდს მეტად შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბარსა“ საჩემპიონო მარათონს სოლიდური სხვაობით ჩამორჩება.

Cadena Cope-ს ჟურნალისტი „გრანდასთან“ შეხვედრის შემდეგ მომხდარი საინტერესო ფაქტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, გასახდელ გვირაბში მიმავალმა მესიმ თანაგუნდელებს მიმართა:

„კარგით რა... ეს არ შეიძლება რომ ხდებოდეს. თქვენ მოედანზე უფრო მეტად კონცენტრირებულები უნდა იყოთ“.

წყაროს ცნობით, ლეო განრისხებული და ძალიან სერიოზული იყო. ის გუნდის თამაშით აღშფოთებული გახლდათ. მესისთვის პასუხი არცერთ თანაგუნდელს არ გაუცია.

ვალვერდეს გუნდი მართლაც საშინელ ფორმაში იმყოფება. „ბარსამ“ ყველა ტურნირზე, ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო.

1994-95 წლების სეზონის შემდეგ, ლა ლიგის საწყის 5 ტურში გუნდმა ყველაზე ცოტა ქულა მოაგროვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები