არველაძემ ''ფახთაქორი'' გააჩემპიონა!
Aa
Aa

არველაძემ ''ფახთაქორი'' გააჩემპიონა!

უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' მორიგი სამი ქულა მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

2015 წლის შემდეგ ''ფახთაქორმა'' ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა, ''ფახთაქორი'' უზბეკეთის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა.

მთავარი მწვრთნელის ამპლუაში არველაძემ პირველი ტიტული მოიპოვა.

მე-20 ტურში ბეკაბადის ''მეტალურგი'' შინ ''ფახთაქორთან'' 1:2 დამარცხდა. არველაძის გუნდიდან დოსტონბეკ ხამანდოვმა დუბლი შეასრულა.

20 ტურიდან ''ფახთაქორმა'' 18 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. არველაძის გუნდის ანგარიშზე 56 ქულაა და მეორეადგილოსან ტაშკენტის ''ლოკომოტივს'' 19 ქულით უსწრებს.  დარჩენილ 6 ტურში 19 ქულის აღმოფხვრა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, 2017 წლიდან შოთა არველაძე ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელია, მას ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო კლუბის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

ფოტო: championat.asia

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები