ლობჯანიძემ დამატებულ წუთზე ''ტარაზი'' მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

ლობჯანიძემ დამატებულ წუთზე ''ტარაზი'' მარცხისგან იხსნა

ყაზახეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ტარაზი'' ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ მარცხისგან იხსნა.

''ტარაზმა'' შინ ''ატირაუს'' უმასპინძლა. 69-ე წუთზე ლობჯანიძე თამაშში ჩაერთო. მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ბრძოლა მოიგო და მისმა თანაგუნდელმა ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე სტუმრები მეორედ დაწინაურდნენ. მეოთხე დამატებულ წუთზე ლობჯანიძემ გოლი გაიტანა და ანგარიში 2:2 გახდა.

''ტარაზს''  ლაშა კასრაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ ეხმარება.

27 ტურში ''ტარაზმა'' 20 ქულა მოაგროვა და 12-გუნდიან პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა. ლობჯანიძის გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მიმდინარე სეზონში ლობჯანიძემ ტრავმის გამო მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები