სკოლის მოსწავლის ბრწყინვალე მატჩი
Aa
Aa

სკოლის მოსწავლის ბრწყინვალე მატჩი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' ''ტორპედოსთან'' მატჩში ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ''ტორპედოს'' ნახევარმცველმა ცოტნე მოსიაშვილმა ანგარიში გახსნა. კახა ჩხეტიანის ფეხბურთელებმა მეტოქის ნახევარზე აქტიური პრესინგით ბურთი მოიპოვეს და მომენტი გოლით დასრულდა.

79-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემით ლუკა ლაკვეხელიანმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ''საბურთალოს'' გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა გოლით მხოლოდ ერთი შეტევა დასრულდა.

მეორე ნახევარში ''საბურთალო'' დომინირებდა და მატჩის მიწურულს ოგნიენ როლოვიჩს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ ''ტორპედოს'' 16 წლის მეკარემ, დავით ასათიანმა მონტენეგროელ ფორვარდს პენალტი აუღო.

პენალტის ეპიზოდის გარდა ასათიანმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ''ტორპედო'' გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მატჩის შემდეგ ''ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ გასულ ორ შეხვედრაში 16 წლის ასათიანი საუკეთესო იყო.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დავით ასათიანის დებიუტი საჩხერის ''ჩიხურასთან'' გასვლით შეხვედრაში შედგა. ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით დასრულდა, ქუთაისური კლუბის ნიჭიერმა მეკარემ ორივე შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა. ''საბურთალოსა'' და ''ტორპედოს'' მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ასათიანი დასახელდა.

16 წლის დავით ასათიანი სკოლის მოსწავლეა, ამასთან დაკავშირებით ''ტორპედოს'' პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფოტო/ვიდეო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური, ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები