აბურჯანიას გამარჯვების გოლი ჰოლანდიაში
Aa
Aa

აბურჯანიას გამარჯვების გოლი ჰოლანდიაში

ჰოლანდიის ერედივიზიეში ენსხედეს ''ტვენტეს'' ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ''სიტარდთან'' გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში გოლი გაიტანა. შეტევაში ჩართულმა ფეხბურთელმა დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და თავი ახლო მანძილიდან გამოიჩინა.

აბურჯანიას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და ამ გოლმა ''ტვენტეს'' 3 ქულა მოუპოვა.

 

მატჩი ''ტვენტეს'' გამარჯვებით 2:3 დასრულდა. 6 ტურში ''ტვენტემ'' 12 ქულა მოაგროვა, დაუმარცხებელია და მხოლოდ პსვ-სა და ''აიაქსს'' ჩამორჩება.

ჰოლანდიის ჩემპიონატში დაუმარცხებელი 4 გუნდია: პსვ, ''აიაქსი,'' ''ფეიენორდი'' და ''ტვენტე.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები