უეფას ახალი ტურნირი - კონფერენციათა ლიგა
Aa
Aa

უეფას ახალი ტურნირი - კონფერენციათა ლიგა

უეფას მორიგი ახალი იდეა აქვს და ახალი ევროტურნირის შექმნას გეგმავს, რომელსაც კონფერეციათა ლიგა ერქმევა.

გათამაშება დიდი ალბათობით სტარტს 2021-22 წლების სეზონიდან აიღებს.

კონფერენციათა ლიგა რანგით მე-3 იქნება ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგის შემდეგ. ხსენებული ტურნირი ფორმატით ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება - 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდება.

რვა გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის მე-3 ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან და მორიგ 8 საგზურს გაითამაშებენ.

ამ ტურნირის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გამარჯვებული მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

როგორც ხედავთ, ახალი ტურნირი ჯერჯერობით ბევრ კითხვას ბადებს და დიდად მომხიბვლელად არ გამოიყურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები