რობენი, კანავარო, ზეედორფი და სხვები - ვან დერ ვაარტმა შოთა არველაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია!
Aa
Aa

რობენი, კანავარო, ზეედორფი და სხვები - ვან დერ ვაარტმა შოთა არველაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია!

რაფაელ ვან დერ ვაარტი გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვას გეგმავს, რომელიც „ჰამბურგის“ „აოლ არენაზე“ გაიმართება.

სასიამოვნოა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ლეგენდარული ქართველი ფორვარდი შოთა არველაძეც მიიწვია.

ამის შესახებ არველაძემ ინფორმაცია თავისი ფეისბუქ გვერდიდან გაავრცელა.

მატჩში მონაწილეობას ვან დერ ვარტის მეგობრები (All Star) და „ჰამბურგის“ ვარსკვლავები მიიღებენ.

მოედანზე ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც არიენ რობენი, ფაბიო კანავარო, პიტერ კრაუჩი, კლარენს ზეედორფი, მარკ ოვერმარსი, ვესლი სნეიდერი, რობინ ვან პერსი, პატრიკ კლუივერტი, მარკ ვან ბომელი, აურელიო გომესი და სხვები არიან.

შეხვედრა 13 ოქტომბერს ჰამბურგში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძესა და ვან დერ ვაარტს „აიაქსის“ რიგებში 2000-2001 წლებში უთამაშიათ.

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჰოლანდიურ კლუბში 1997-2001 წლებში ასპარეზობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ''აიაქსთან'' ერთად 1997-98 წლების სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონში ჰოლანდიის თასის ფინალში გაიმარჯვა. არველაძე ჰოლანდიის თასის მფლობელი 1998-99 წლების სეზონშიც გახდა.

შოთამ ამსტერდამელთა რიგებში 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები