მსოფლიო ჩემპიონატი - ფლეიოფების მოლოდინში საბერძნეთის ნაკრების გარეშე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ფლეიოფების მოლოდინში საბერძნეთის ნაკრების გარეშე

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ფლეიოფის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა, რომელთა შორის ჩეხეთის ნაკრებიცაა.

ჩეხებმა საბერძნეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს. ბერძნებმა გამარჯვების მოპოვება კი მოახერხეს, მაგრამ საჭირო ჰანდიკაპი ვერ მიითვალეს და ფლეიოფს მიღმა დარჩნენ.

სამწუხაროა მაგრამ საბერძნეთის წარუმატებლობა გარკვეულწილად მსაჯების ბრალია. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა ბერძნები 10 ქულით იგებდნენ შეხვედრის არბიტრმა იანის ანტეტოკოუნმპოს მეხუთე ჯარიმა მისცა, არადა "მილუოკის" სუპერვარსკლავს წესები არ დაურღვევია. პირიქით - მასზე დაჯარიმდნენ.

იანისის გარეშე საბერძნეთმა კი გაიბრძოლა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მიითვალა - 84-77.

ცენტრალური შეხვედრა საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის გაიმართა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ოპონენტის ვინაობა გაირკვა. პოპოვიჩის გუნდი ფლეიოფის პირველ შერკინებას საფრანგეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ავსტრალიასთან მატჩის დიდი ნაწილი ფრანგების კარნახით წარიმართა, თუმცა მეოთხე მეოთხედის მიწურულს "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებმა უკეთ იასპარეზეს და 100-98 იმარჯვეს.

ავსტრალიის ტრიუმფში უდიდესი წვლილი პატი მილსმა შეიტანა და შეხვედრა 30 ქულით დაასრულა. ჯო ინგლსმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. არონ ბეინსის ანგარიშზე კი 21 ქულაა.

ფრანგებს 31 ქულით ევან ფურნიემ ულიდერა. ნანდო დე კოლომ გუნდს 26 ქულა შესძინა. ნიკოლა ბატუმის ანგარიშზე კი 13 ქულაა.

სხვა მატჩების შედეგები

დომინიკის რესპუბლიკა - ლიეტუვა 55 - 74

აშშ - ბრაზილია 89 - 73

იაპონია - მონტენეგრი 65 - 80

იორდანია - სენეგალი 79 - 77

თურქეთი - ახალი ზელანდია 101 - 102

გერმანია - კანადა 82 - 76

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები