ნეიმარმა პსჟ-ს აცნობა, რომ კლუბში ეს მისი ბოლო სეზონია... რა წერია კონტრაქტში?
Aa
Aa

ნეიმარმა პსჟ-ს აცნობა, რომ კლუბში ეს მისი ბოლო სეზონია... რა წერია კონტრაქტში?

როგორც იქნა ნეიმარის სატრანსფერო საგა დასრულდა. ბრაზილიელი 2019-2020 წლების სეზონსაც პსჟ-ში გაატარებს.

პარიზელებმა „ბარსელონას“ ყველა შეთავაზება დაბლოკეს. თავად პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი პირობები კი კატალონიელებს არ აწყობდათ და შეთანხმება სწორედ ამიტომ ვერ შედგა.

ნეიმარის პოზიცია ასეთი იყო - მას „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა, თუმცა თუ „ბლაუგრანა“ პსჟ-ს შესაბამის წინადადებას ვერ გაუკეთებდა, ბრაზილიელი ამის გამო ომს არ დაიწყებდა და კლუბს პატივს სცემდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა, ნეიმარი დარჩა.

დღეს, ესპანურმა Mundo-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ნეიმარმა პსჟ-ს უკვე აცნობა, რომ ეს მისი ბოლო პარიზული სეზონი იქნება და 2020 წლის ზაფხულში ის გუნდს აუცილებლად დატოვებს.

ესპანური გამოცემის გარეშეც ამ ყველაფრის მიხვედრა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ნეიმარის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც პსჟ-ში გატარებული 3 წლის შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხა 170 მილიონი ევრო ხდება.

პირველ სამ სეზონზე ეს პუნქტი არ მოქმედებდა, სწორედ ამიტომ იყო ბრაზილიელის შეძენა წარმოუდგენლად რთული.

აქედან გამომდინარე, ნეიმარის 2020 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნება, ან ზოგადად სადმე სხვა გუნდში გადასვლა საკმაოდ რეალურია.

აქვე გეტყვით, რომ ფრანგული პრესის ცნობით ნეიმარს გუნდისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს, რომ მას თამაშის საშუალება კვლავ მიეცეს და ურთიერთობა ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები