პირველი დღის ამბები - პუერტო რიკოს ქამბექი, არგენტინის გამარჯვება და ესპანეთის ტრიუმფი
Aa
Aa

პირველი დღის ამბები - პუერტო რიკოს ქამბექი, არგენტინის გამარჯვება და ესპანეთის ტრიუმფი

დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის ორი ფავორიტი ვიხილეთ. სერბეთის გარდა პარკეტზე ესპანეთის ძლევამოსილი ნაკრები გავიდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტუნისის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

აფრიკელები მრისხანე კონკურენტს მხოლოდ პირველი ტაიმის განმავლობაში გაუძალიანდნენ. "ფურია როხამ" საწყისი ოცწუთეული მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით მოიგო, თუმცა საბოლოოდ 39 ქულიანი სხვაობით, 101-62 იმარჯვა.

ესპანეთის რიგებში საუკეთესო 17 ქულით რიკი რუბიო გახლდათ. სერხიო ლულმა 16 ქულა მიითვალა. პაუ რიბასმა და ვიქტორ კლავერმა 12-12 ქულა გაიფორმეს.

ტუნისელთა მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სალაჰ მეჯრიმ(15) და მოჰამედ ჰადიდანემ(12) გადალახეს.

პირველი დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ირანსა და პუერტო რიკოს შორის შედგა. ეს უკანასკნელი მეოთხე ათწუთეულის წინ 14 ქულით აგებდა, თუმცა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და პირველი მოგება ჩაიწერა - 83-81.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არგენტინის ნაკრებმაც, რომელმაც სამხრეთ კორეას 95-69 სძლია.

სხვა მატჩების შედეგები

პოლონეთი - ვენესუელა 80 - 69

რუსეთი - ნიგერია 82 - 77

ფილიპინები - იტალია 62 - 108

კოტ-დივუარი - ჩინეთი 55 - 70

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები