Aa
Aa

"ლივერპული" მოლაპარაკებებს იწყებს - გაუმჯობესებული პირობები ვან დეიკს

Mirror-ის ცნობით, ვირჯილ ვან დეიკის აგენტი „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შედეგადაც 28 წლის ჰოლანდიელი მცველის ანაზღაურება კვირაში 250 ათასი ფუნტი გახდება.

2018 წელს „საუთჰემპტონიდან“ 80 მილიონ ევროდ შეძენილი ვან დეიკი „მერსისაიდელთა“ დაცვის ლიდერად იქცა და მის გარეშე კლოპის გუნდი უბრალოდ წარმოუდგენელია.

გასულ სეზონში საოცარი ასპარეზობის შემდეგ ჰოლანდიელი უდიდესი ალბათობით 2019 წლის ოქროს ბურთის 3 საუკეთესო პრეტენდენტს შორის მოხვდება და ბუკმეიკერების მას გამარჯვებასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

ბუნებრივია, „ლივერპულს“ ვირჯილის დაკარგვა არ სურს და მასთან გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს მართავს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება მალევე შედგება.

ვირჯილ ვან დეიკმა „მერსისაიდელთა“ მაისურით 76 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები