Aa
Aa

კომპანი "ანდერლეხტს" აღარ გაწვრთნის და მხოლოდ ფეხბურთელი იქნება

ბრიუსელის „ანდერლეხტმა“ ვენსან კომპანი მოთამაშე-მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამიერიდან ვეტერან მცველს მხოლოდ ფეხბურთელის ფუნქცია ექნება.

კომპანის ხელმძღვანელობით „ანდერლეხტმა“ ბელგიის ჩემპიონატის საწყის 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო, რამაც კლუბს მისთვის სამწვრთნელო ვალდებულებების ჩამორთმევა აიძულა.

„სიტის“ ყოფილ კაპიტანს პრესა პეპ გუარდიოლას სტილის გამოყენებაში ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ „ანდერლეხტი“ ასეთი ტიპის ფეხბურთს ძალიან ცუდად თამაშობდა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კომპანის ჩამნაცვლებელ საიმონ დეივისს მიაჩნია, რომ გუნდმა არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს და იმ ახალი პროექტის მშენებლობა გააგრძელოს, რომელიც კომპანისთან ერთად დაიწყო.

ვენსან კომპანი „ანდერლეხტის“ აკადემიის აღზრდილია, ძირითადი გუნდის რიგებში კი 2003-2006 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც გერმანულ „ჰამბურგს“ მიაშურა, საიდანაც უკვე „სიტიში“ გადავიდა და „ქალაქელთა“ რიგებში 11 წელი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები