Aa
Aa

პსჟ-მ "ბარსას" შეთავაზება უარყო, რას აპირებს "რეალი"?

ესპანური და ფრანგული პრესა ერთხმად აცხადებს, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ პირველ წინადადებაზე უარი განაცხადა. „ბლაუგრანას“ ნეიმარის იჯარის წესით აყვანა სურდა და მზად იყო გაისად პსჟ-სთვის 160 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა „პარკ დე-პრენსის“ ბინადრების დაყოლიება ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონაში“ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას მოახერხებენ. კატალონიური რადიოს ინფორმაციით „ბლაუგრანამ“ Nike-ს ნეიმარის მაისურები შეუკვეთა და პარალელურად ვიდეორგოლი მოამზადა, რომლითაც თავის გულშემატკივრებს „ნეის“ ტრანსფერის გაჩარხვას ამცნობს.

Sport-ის თანახმად „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ნეიმარი პსჟ-ზე ზეწოლას ახდენს და აქედან გამომდინარე გამორიცხული არაფერია.

აღსანიშნავია, რომ „ნეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს მადრიდის „რეალიც“ აკვირდება. „სამეფო კლუბს“ კავშირი როგორც პარიზული გრანდის ლიდერებთან, ასევე ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან აქვს, თუმცა ჯერჯერობით პასიურ მიდგომას ირჩევს. თუ „ბლაუგრანამ“ ფრანგების დაინტერესება მოახერხა, „რეალი“ იძულებული გახდება პოლიტიკა შეცვალოს.

„ბლანკოსის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ითხოვს ფეხბურთელებს, რომლებიც „რეალის“ მესვეურების აზრით ხელშეუხებელნი არიან. საუბარი ვინისიუსზე, კურტუაზეა და კაზემიროზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები