დვალის საოცარი გასროლა და ''ზესტაფონის'' დაუვიწყარი მატჩი ''ბრიუგესთან''
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  19:39

დვალის საოცარი გასროლა და ''ზესტაფონის'' დაუვიწყარი მატჩი ''ბრიუგესთან''

უეფას ევროპა ლიგის 2011-12 წლების სეზონის ფლეი-ოფში საფეხბურთო კლუბმა ''ზესტაფონმა'' ''დინამო არენაზე'' ''ბრიუგესთან'' მატჩში საოცარი თამაში აჩვენა. ამ შეხვედრიდან ზუსტად 8 წელი გავიდა.

გუნდებს შორის პირველი მატჩი თბილისში გაიმართა, მატჩამდე ''ზესტაფონის'' მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გადადგა და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა.

მატჩის პირველი ტაიმი აკპალასა და რაფაელოვის გოლებით ბელგიური გუნდის გამარჯვებით 0:2 დასრულდა. მეორე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში გელაშვილისა და დვალის გოლებით ანგარიში გათანაბრდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დვალის გოლი გამოდგა, რომელმაც კოსემანსის კარისკენ ბრწყინვალედ დაარტყა, მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

72-ე წუთზე ჰოეფკენსმა ''ბრიუგე'' დააწინაურა, თუმცა 83-ე წუთზე გელაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -3:3.

საპასუხო შეხვედრა ''ბრიუგეს'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ადრი კოსტერის გუნდმა მოიპოვა.

ფოტო/ვიდეო: ''ზესტაფონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები