მოსკოვის ''სპარტაკმა'' 18 წლის ქართველი გაიფორმა
Aa
Aa

მოსკოვის ''სპარტაკმა'' 18 წლის ქართველი გაიფორმა

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას მოსკოვური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

როგორც რუსული კლუბის პრესსამსახური იუწყება, ქართველი ნახევარმცველი თავდაპირველად ''სპარტაკის'' ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. უახლოესი მატჩი მოსკოვის ცსკა-სთან შედგება და აღნიშნულ მატჩში ქართველი ახალწვეული მონაწილეობას მიიღებს.

transfermarkt-ის მონაცემებით მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 100 000 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, ქუთათელაძე პსჟ-ს, ''ლილისა'' და პრაღის ''სლავიას'' საფეხბურთო სკოლებში ირიცხებოდა.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში ქუთათელაძემ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ფოტო:  spartak.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები