Aa
Aa

"პსჟ" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის სანაცვლოდ, კოლოსალურ თანხას იხდის!

საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული პრესა. კერძოდ, საქმე მადრიდის "რეალის" კოლუმბიელ ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესს ეხება, რომლის საკუთარ რიგებში ხილვაც "პარი სენ ჟერმენს" სურს.

როგორც "Get Football News France" იუწყება, ფრანგული კლუბი მზად არის, "სამეფო გუნდს" კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს! თუმცა "პარი სენ ჟერმენის" სურვილი იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული, აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, მადრიდის "რეალი" ხამესთან განშორებას არ აპირებდა, თუმცა ასეთმა შეთავაზებამ, შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.

მსგავსი სიახლეები