''დინამო'' - ''ფეიენორდი'' მაყურებელთა გარეშე ჩატარდება
Aa
Aa

''დინამო'' - ''ფეიენორდი'' მაყურებელთა გარეშე ჩატარდება

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ თბილისის ''დინამოს'' საჩივარი არ დააკმაყოფილა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''დინამოსა'' და როტერდამის ''ფეიენორდის'' მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისურმა კლუბმა განცხადება გაავრცელა:''სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.''

 

შეგახსენებთ, პირველი მატჩი იაპ სტამის გუნდმა ''დე კუიპზე'' 4:0 მოიგო. ქართულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვს.

საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ''დინამო არენაზე'' 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები