Aa
Aa

ნადალმა მონრეალის მასტერსი მოიგო

რაფაელ ნადალმა US Open-ის წინ მშვენიერი მოთელვა გაიარა და მონრეალის მასტერსი მოიგო. „როჯერსის თასის“ ფინალურ შეხვედრაში ესპანელი ჩოგბურთელი რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ნადალი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია. პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა მეოთხე გეიმში რაფამ ბრეიკი შეასრულა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

ესპანელი ყველაფერს აკონტროლებდა და პირველი პარტია დამაჯერებლად, 6-3 მოიგო.

სიტუაცია არც მეორე სეტში შეცვლილა. ნადალი ფენომენალურად იასპარეზა, რაც ანგარიშშიც აისახა. მედვედევმა მეორე პარტიაში რაფას ვერაფერი დაუპირისპირა და ერთი გეიმის აღებაც ვერ მოახერხა.

ნადალმა წლეულს მესამე ტურნირი მოიგო. რაფამ 1000-იანი მასტერსი კარიერაში 35-ედ დაისაკუთრა და ახლა ამ კატეგორიაში უახლოეს მდევარს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ორი ტიტულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები