რაჯა ნაინგოლანი
Aa
Aa

რაჯა ნაინგოლანი "კალიარიში" დაბრუნდა - გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთზე მაღლა დგას!

"ინტერისა" და "რომას" ყოფილი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი თავის ძველ კლუბს, "კალიარის" დაუბრუნდა, სადაც 2010-დან 2014 წლამდე გამოდიოდა.

იტალიურმა პრესამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ნერაძურის" თავკაცმა, ანტონიო კონტემ 31 წლის ნახევარმცველს შეატყობინა, რომ იგი მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა, თუმცა "კალიარიში" ნაინგოლანის გადასვლა ბევრისთვის მაინც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ბელგიელი ფეხბურთელის მეუღლე, კლაუდია ლაუ წარმოშობით კალიარიდანაა. როგორც მოგეხსენებათ იგი სიმსივნეს ებრძვის და უახლოეს მომავალში ქიმიოთერაპიის კურსი უნდა გაიაროს...

ნაინგოლანს სურს თავის მეორე ნახევარს ამ ურთულეს პერიოდში მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მის გვერდით იყოს. თანაც კლაუდია ლაუ მშობლიურ გარემოში თავს უკეთ იგრძნობს. 31 წლის ფეხბურთელმა "კალიარიში" გადასვლა ამიტომ აირჩია და ოფიციალურ განცხადებაში კალიარის "სახლი" ალბათ ამიტომ უწოდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები