ისტორიული მატჩი:ასათიანის დაუვიწყარი გოლი რუსეთთან
Aa
Aa

ისტორიული მატჩი:ასათიანის დაუვიწყარი გოლი რუსეთთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების, ქუთაისის ''ტორპედოს,'' მოსკოვის ''ლოკომოტივისა'' და კიევის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი იუბილარია, ვეტერანი ქართველი სპორტსმენი 38 წლის გახდა.

ასათიანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2001-10 წლებში 43 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მისი გოლებიდან ყველაზე სასიხარულო რუსეთის ნაკრებთან გატანილი გოლი იყო, ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან ასათიანის გოლით ''მიხეილ მესხზე'' საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

2003 წლის 30 აპრილს ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში ივო შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლით რუსეთის ნაკრები დაამარცხა.

2003 წელს ასათიანი ქუთაისის ''ტორპედოდან'' მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გადავიდა. ასათიანი კარიერის ბოლომდე მოსკოვური კლუბის ფეხბურთელი იყო, თუმცა 2008-09 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით კიევის ''დინამოში'' გაატარა.

ასათიანმა 2003-04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში ფრანგული ''მონაკოს'' წინააღმდეგ ორივე მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. სიომინის გუნდმა შინ 2:1 მოიგო, თუმცა მონაკოში დეშამის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა და რუსული კლუბი გათამაშებას დაემშვიდობა.

2008-09 წლების სეზონში სიომინი კიევის ''დინამოს'' წვრთნიდა, სადაც ქართველი მცველი მიიწვია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინული გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა. ასათიანს  ცესკ ფაბრეგასის, ვან პერსის, თეო უოლკოტისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოუწია თამაში.

ასათიანმა ფეხბურთელის კარიერა 2010 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები