ფიფას წლის 10 რჩეული ფეხბურთელის ცნობილია! ვინ გახდება საუკეთესო?
Aa
Aa

ფიფას წლის 10 რჩეული ფეხბურთელის ცნობილია! ვინ გახდება საუკეთესო?

ფიფამ დღეს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. 10 რჩეული უძლიერესის წოდებისთვის იბრძოლებს.

ხსენებული სია ფიფას ექსპერტთა საბჭომ შეადგინა, სადაც გათვალისწინებულია 2018 წლის ივლისიდან, 2019 წლის 19 ივლისის შუალედში დაფიქსირებული შედეგები.

10 საუკეთესოს სია ასე გამოიყურება: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ფრენკი დე იონგი ("აიაქსი"/"ბარსელონა", ჰოლანდია), კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი", პორტუგალია), მატიას დე ლიხტი ("აიაქსი"/"იუვენტუსი", ჰოლანდია), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ედენ აზარი ("ჩელსი"/"რეალი", ბელგია), სადიო მანე ("ლივერპული", სენეგალი), კილიან მბაპე ("პარი სენ-ჟერმენი", საფრანგეთი), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული", ეგვიპტე), ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული", ჰოლანდია).

ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშეს ხმების 100%-დან 50 პროცენტს გულშემატკივრების ხმები შეადგენს. მეორე ნახევარს კი ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნები დაასახელებენ.

ხსენებული ათეულიდან 3 ფინალისტი გამოვლინდება და საბოლოოდ საუკეთესოს ვინაობა 23 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ფიფა ასევე დაასახელებს ქალ საუკეთესო ფეხბურთელს, წლის საუკეთესო მწვრთნელს, გუნდსა და გოლის ავტორს.

P.S. ხმის მიცემა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები