ვერატი:
Aa
Aa

ვერატი: "თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, კლუბმა იგი არ უნდა დააკავოს"

„პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ფეხბურთელმა, მარკო ვერატიმ ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 26 წლის ნახევარმცველის აზრით კლუბმა არ უნდა დაიტოვოს ფეხბურთელი, რომელსაც წასვლა სურს.

"ნეი"„პარკ დე პრენსზე“ 2017 წლის ზაფხულში 200 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელი თავდაპირველად ბედნიერი იყო, თუმცა მოგვიანებით პრობლემები გაჩნდა და ნეიმარს „კამპ ნოუზე“ დაბრუნება მოუნდა.

რა თქმა უნდა ვერატი წინააღმდეგია "ნეიმ"„პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს, მაგრამ თვლის, რომ თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, კლუბმა მას პრობლემები არ უნდა შეუქმნას.

იტალიელმა ნახევარმცველმა საკუთარი პოზიცია RMC Sport-თან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „როცა ფეხბურთელს წასვლა სურს, კლუბმა იგი არ უნდა დააკავოს. რა თქმა უნდა გული დამწყდება თუ ნეიმარი წავა, მაგრამ კლუბმა არ უნდა დაიტოვოს ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის დატოვება სურს.

პირადად მე არასდროს გამიგია, რომ მას წასვლა სურდა. არ ვიცი ნეიმარმა კლუბს რა უთხრა, მაგრამ მინდა, რომ „ნეი“ ჩვენთან დარჩეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები