Aa
Aa

"ტოტენჰემი" ერიქსენისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს

ლონდონის "ტოტენჰემი" კრისტიან ერიკსენისთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

დანიელი შუახაზელის მიმართ ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ, მადრიდის "ატლეტიკო" კი ერიკსენს ხამეს როდრიგესის ალტერნატივად განიხილავს. თუ "როხიბლანკო" კოლუმბიელს ვერ გაიფორმებს, ისინი "ტოტენჰემს" დაუკავშირდებიან.

ამ მომენტისთვის ერიკსენის ხელფასი "დეზების" რიგებში კვირაში 80 ათასი ფუნტია, კლუბი მას 160 ათასს სთავაზობს, ფეხბურთელის წარმომადგენლები კი 200 ათასს ითხოვენ და მოლაპარაკებებს მართავენ.

აღსანიშნავია, რომ ერიკსენის გადაბირების სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედმაც" დააფიქსირა და "ტოტენჰემი" თადარიგის დასაჭერად უკვე ემზადება. პოჩეტინოს ჯოვანი ლო სელსოსა და დანი სებალიოსის შეძენა სურს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დანიელი გამთამაშებლის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები