რონალდინიო მოლაპარაკებას ევროპულ კლუბთან აწარმოებს
Aa
Aa

რონალდინიო მოლაპარაკებას ევროპულ კლუბთან აწარმოებს

39 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ შესაძლოა კარიერა განაახლოს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან კონტრაქტის გაფორმება მალტურ ‘’ბირკირკარას’’ სურს.

მალტური კლუბის წარმომადგენლის, მიხაელ ვალენსიას განცხადებით რეალური შანსია რონალდინიო ''ბირკირკარას'' ფეხბურთელი გახდეს, თუმცა საკითხი გადაწყვეტილი არაა. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

რონალდინიომ ფეხბურთელის კარიერა 2015 წელს ''ფლუმინენსეში'' დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები