ყაზაიშვილის მორიგი აღიარება:ქართველი MLS-ის სიმბოლურ გუნდში
Aa
Aa

ყაზაიშვილის მორიგი აღიარება:ქართველი MLS-ის სიმბოლურ გუნდში

MLS-ის კვირის სიმბოლურ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი  მეორედ მოხვდა. სიმბოლურ გუნდში ასევე ვიხილეთ ''სან ხოსეს'' მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა MLS-ის გასულ ტურში ''ლოს ანჯელეს გალაქსისთან'' შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი საკუთარ კედლებში 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. 61-ე წუთზე ''სან ხოსემ'' ყაზაიშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა. 64-ე წუთზე ყაზაიშვილის აქტიურობასა და საგოლე გადაცემას დანი ჰოესენის გოლი მოჰყვა, ''სან ხოსე'' დაწინაურდა - 1:2. 85-ე წუთზე ყაზაიშვილისა და კაშიას გუნდმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:3. ყაზაიშვილმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ქართველის თანაგუნდელმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები