სატრანსფერო ქაოსი - ნეიმარი სრულ გაურკვევლობაშია...
Aa
Aa

სატრანსფერო ქაოსი - ნეიმარი სრულ გაურკვევლობაშია...

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეიმარის ტრანსფერი ჩიხში შეიყვანა. თუ, 1 კვირის წინ ყველაფერი ნათელი იყო და ბრაზილიელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას წინ არაფერი ედგა, ამჟამად სიტუაცია შეცვლილია.

ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-სა და "ბარსას" ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ყველაფერი ცნობილი 6-1-ის შემდეგ დაიწყო...

პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი კატალონიელებს სატრანსფერო ბაზარზე თითქმის ყველა ნაბიჯზე ებრძვის და ეს ამჯერადაც ასეა.

ამჯერად მხარეებმა მოლაპარაკებები არაოფიციალურად, პრესის მეშვეობით გამართეს. ეს თანამედროვე ფეხბურთში მიღებული ფორმაა. ესპანური და ფრანგული გამოცემები პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს ახალ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რამაც საბოლოოდ ასეთი სურათი შექმნა.

როგორც ესპანური პრესა წერდა, "ბარსელონა" მზად იყო ნეიმარის სანაცვლოდ დაახლოებით 100-130 მილიონი ევრო და 1, ან 2 მოთამაშე დაეთმო. წინადადება მართლაც მიმზიდველი იყო, რადგან პარიზელები სოლიდურ თანხასთან ერთად უმაღლესი დონის ფეხბურთელებსაც მიიღებდნენ, თუმცა ხელაიფიმ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პსჟ-მ თავდაპირველად დასახელებული 300 მილიონი 200-მდე ჩამოიყვანა და კატალონიელებს პლუს 2 მოთამაშის დათმობა მოსთხოვა. "ბარსას" წინადადებაზე პარიზელთა პასუხი ასეთი იყო, რაც უხეშად რომ ვიანგარიშოთ 350 მილიონი გამოდის და ბუნებრივია პარიზელთა მხრიდან ყალთაბანდობას ჰქონდა ადგილი, რასაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა პასუხი მალევე გასცა...

ხოსეპ მარია ბართომეუმ შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ვიცით, რომ ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურს, მაგრამ ასევე ვიცით რომ პარიზელები მის გაშვებას არ გეგმავენ და აქედან გამომდინარე ამ ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კოუტინიოსა და დემბელეს, ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ჩვენ მათზე ფსონი გავაკეთეთ.

დემბელე ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია, მას სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ის კიდევ უნდა განვითარდეს. პირადად მე დემბელე ნეიმარს მირჩევნია".

რა თქმა უნდა, ასეთი დონის მოლაპარაკებების დროს სულელი არავინაა და "ბარსამ" უკან დაიხია.

პრესის მეშვეობით არსებული ეგრეთწოდებული მოლაპარაკებები კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრით ვერ დასრულდა და ამჟამად ნეიმარის ირგვლივ სრული გაურკვევლობაა.

პსჟ ამჟამად რთულ სიტუაციაშია. ნეიმარს წასვლა უნდა და ის ამას საჯაროდ ამბობს. ხელაიფიმ "ბარსელონას" არარეალური პირობები შესთავაზა, რის შემდეგაც შეეცადა მათზე შური ყველაზე მტკივნეული გზით ეძია და ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალს" შესთავაზა, თუმცა როგორც დღეს Marca-მ და AS-მა დაწერეს, სამეფო კლუბი ნეიმარით აღარ ინტერესდება.

რთული სათქმელია თუ როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულის ბოლომდე. ამ ეტაპზე ნეიმარის მსურველი კლუბი

"ბარსელონას" გარდა არავინ არის და როგორც ცნობილია თავად ბრაზილიელსაც "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს.
დაველოდოთ და ვნახოთ როგორ შეიცვლება ვითარება უახლოეს დღეებში...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები