დე ხეა შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდეს
მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეა მზადაა ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვით ფეხბურთელი კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
სანდი მირორის ცნობით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დე ხეა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.
ამჟამად დე ხეას ყოველკვირეული ხელფასი 200 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
28 წლის მეკარე ‘’წითელი ეშმაკების’’ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ფეხბურთელსა და მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ. კლუბის ხელმძღვანელთა თანხმობის შემთხვევაში დე ხეას რვაწლიანი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდება.