Aa
Aa

ქვიშის ფეხბურთელების მეორე გამარჯვება

პორტუგალიაში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის მეორე შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგია ანგარიშით 6:3 დაამარცხეს.

ნორვეგიის ნაკრების კარში გოლები  ხვიჩა მახარაძემ, გოჩა მახარაძემ, ზურაბ შამილაძემ და გულადი ქოქოლაძემ გაიტანეს ,ხოლო  ვაჟა ივანიაძემ კი დუბლი შეასრულა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ასევე დანიის ნაკრებებთან გამართავს, რომელიც ხვალ გაიმართება.

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ქვიშის ფეხბურთის A დივიზიონში გადასვლაზე იბროლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები