გუარდიოლა ბონუჩის შეძენას ეცდება?
Aa
Aa

გუარდიოლა ბონუჩის შეძენას ეცდება?

გავლენიანი იტალიური გამოცემა, Calciomercato იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა ლეონარდო ბონუჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა ესპანელმა სპეციალისტმა "ბიანკონერის" მესვეურებს დაურეკა და გუნდის თავკაცის პოსტზე მაურიციო სარის დანიშვნა მიულოცა. შემდეგ კი ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერზე ჩამოაგდო სიტყვა.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში "იუვე" უდიდესი ალბათობით მატიის დე ლიხტს გაიფორმებს და შესაძლოა ბონუჩის გასხვისებაზე თანხმობა განაცხადოს.

იტალიელი ცენტრალური მცველით გუარდიოლას გარდა "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული. ასე რომ ესპანელ სპეციალისტს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

"ქალაქელები" დიდი ხანია მაღალი დონის უკანახაზელს ეძებენ. აქამდე ბრიტანული პრესა ჰარი მაგუაიერის შესახებ წერდა, თუმცა ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლესტერი" საკმაოდ ბევრს ითხოვს. ბონუჩი კი შესაძლოა "სიტიმ" გაცილებით იაფად დაიბევოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები