ოფიციალურად: გოდინი
Aa
Aa

ოფიციალურად: გოდინი "ინტერის" ფეხბურთელია!

მილანის „ინტერმა“ ზაფხულის პირველი შენაძენის, დიეგო გოდინის გადაბირების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და ურუგვაელ მცველს ეფექტური ვიდეორგოლიც მიუძღვნა.

გამოცდილმა მცველმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გოდინი „ინტერის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და წლიურ ხელფასად 6.75 მილიონ ევროს მიიღებს.

33 წლის ფეხბურთელი მილანელებს მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეუერთდა, რომლის მაისურითაც 400-მდე მატჩი ჩაატარა.

გოდინმა "ათლეტებთან" ერთად 2-ჯერ ევროპა ლიგა, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი, ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერ თასი მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები