Aa
Aa

ტებასს ნეიმარის "ბარსაში" დაბრუნება არ სურს

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ტებასის თქმით, ბრაზილიელის „ნოუ კამპზე“ კიდევ ერთხელ გადასვლა საუკეთესო მაგალითი ნამდვილად არ იქნება.

„ვარჩევდი, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ არ დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელების ლა ლიგაში გადმოსვლას ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მის შემთხვევაში ეს სამაგალითი ნაბიჯი ნამდვილად არ იქნება. ჩვენ ლა ლიგის იმიჯზე ბევრს ვმუშაობთ და მისი საპირისპიროდ შეცვლა არ გვსურს.

ის შეიძლება დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ქცევა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელსაც ლა ლიგის ფასეულობებში ერთ-ერთი ადგილი აქვს. შესაბამისად, თუკი მოედანს გარეთ ქმედებები სამაგალითო არაა, ვისურვებდი, რომ იგი ლა ლიგაში არ დაბრუნდეს“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხავიერ ტებასი მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია. იგი ლა ლიგის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები