''ტობოლის'' საჩემპიონო ამბიცია: კვეკვესკირის საგოლე პასი და 3 ქულა
Aa
Aa

''ტობოლის'' საჩემპიონო ამბიცია: კვეკვესკირის საგოლე პასი და 3 ქულა

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ''ტობოლმა'' სტუმრად ''ირტიში'' მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის გადაცემით ფერნანდერ კასაიმ გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

ჯაბა კანკავამ ''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. ასევე სასტარტოში მოხვდა ნიკა კვეკვესკირი, რომელიც მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალეს.

16 ტურის შემდეგ ''ტობოლი'' 38 ქულით პირველ ადგილზეა.

კვეკვესკირისა და კანკავას გუნდი შემდეგ ტურში ''ასტანას'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები