ბერიძემ ''გენტში'' ამჯერადაც დუბლი შეასრულა
Aa
Aa

ბერიძემ ''გენტში'' ამჯერადაც დუბლი შეასრულა

ბელგიურმა ''გენტმა'' მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდის ქართველმა გარემარბმა გიორგი ბერიძემ დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა. ''გენტმა'' ''დიკელვენე'' 6:1 გაანადგურა. ბერიძემ გოლები ორწუთიან მონაკვეთში შეაგდო და ანგარიში 2:0 გახდა.

შეგახსენებთ, ბერიძემ დუბლი ''მერელბეკესთან'' შეხვედრაშიც შეასრულა.

მთავარმა მწვრთნელმა ტორუპმა ბერიძე სასტარტოში ათამაშა, ქვილითაიამ კი მატჩის დასკვნითი 30 წუთი გაატარა მინდორზე. მას გოლი არ გაუტანია.

''გენტის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში იმყოფება, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები