რუსი დეპუტატი ფიფას მიმართავს: დაისაჯონ ქართველი ფეხბურთელები
Aa
Aa

რუსი დეპუტატი ფიფას მიმართავს: დაისაჯონ ქართველი ფეხბურთელები

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი ფიქრობს, რომ ''ტორპედოს'' ფეხბურთელების მიერ რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება ფიფას წესდებას ეწინააღმდეგება. ლებედევის თქმით ანტირუსულ ლოზუნგებზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რეაგირება უნდა მოახდინოს და ქართული კლუბის ფეხბურთელები დასაჯოს.

სპორტული ვებგვერდი championat.com-ი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს, ''ტორპედოს'' ორი მოთამაშე ნოდარ ქავთარაძე და ვახტანგ ნებიერიძე რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების გამართვის საფუძველს საქართველოს პარლამენტში დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტში სხდომის გამართვას რუსულ ენაზე ცდილობდა. აქციის პირველ დღეს დემონსტრაციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა განიზრახეს, რასაც სამართალდამცველთა მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, თუმცა ძალის გადამეტების გამო დემონტრაციის მონაწილეთა ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რამდენიმე მათგანმა მხედველობა დაკარგა. 

ამჟამად აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. 2. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები