Sport - ნეიმარმა „პსჟ-ს“ შეატყობინა, რომ მათ რიგებში აღარასდროს იასპარეზებს
Aa
Aa

Sport - ნეიმარმა „პსჟ-ს“ შეატყობინა, რომ მათ რიგებში აღარასდროს იასპარეზებს

გავრცელებული ინფორმაციით „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავმა, ნეიმარმა კლუბს შეატყობინა, რომ მათ რიგებში აღარასდროს იასპარეზებს და "ბარსელონაში" გადასასვლელად ემზადება.

ბრაზილიელი „პარკ დე პრენსზე“ 2017 წელს გადაბარგდა და ფრანგებმა მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა „ნეიმ“ პარიზში საკუთარი თავი ვერ იპოვა და კლუბის დატოვებაზეა ორიენტირებული.

გავლენიანი კატალონიური გამოცემა Sport ნეიმართან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "პსჟ-ს" მიმართ არსებულმა დადებითმა დამოკიდებულებამ მხოლოდ რამდენიმე კვირას გასტანა და შემდეგ სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. 

27 წლის ფეხბურთელი პარიზში თავს ძალიან ცუდად გრძნობს და კატალონიური ტაბლოიდი მიზეზებსაც ასახელებს. ედინსონ კავანისთან წარმოქმნილი დაპირისპირება თერტმეტმეტრიანების შესრულების თაობაზე. უთახმოება სამედიცინო შტაბის წევრებთან და კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან. 

ბრაზილიელი გასახდელში არსებული სიტუაციითაც უკმაყოფილია. „პსჟ-ს“ მოთამაშეები ჯგუფებად არიან დაყოფილები და „ნეის“ ეს არ სიამოვნებს. აღსანიშნავია საფრანგეთის ჩემპიონატის როლიც. 27 წლის შემტევს მობეზრდა სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში და ისეთ შეხვედრებში მონაწილეობა, რომლებსაც პრაქტიკულად არავინ ესწრება.

ნეიმარი ოპონენტების მიერ გამოჩენილი აგრესიითაც დაიღალა. იგი თვლის, რომ მსაჯები მას არ იცავენ და მოწინააღმდეგეები ზედმეტად უხეშობენ.

ამ ყველაფერს ტრავმაინობაც დაემატა, რის გამოც „ნეის“ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

ნეიმარს ჟურნალისტებთან და ფრანგ ქომაგებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და Sport-ის ცნობით გადაწყვიტა, რომ „პარკ დე პრენსზე“ აღარასდროს დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები