კაპელო: „მარადონას უფრო კარგი თანაგუნდელები ჰყავდა, ვიდრე მესის“
Aa
Aa

კაპელო: „მარადონას უფრო კარგი თანაგუნდელები ჰყავდა, ვიდრე მესის“

ლიონელ მესის სანაკრებო დონეზე სერიოზული წარმატებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია და ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს. ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავკაცი, ფაბიო კაპელო ერთ-ერთი მათგანი არ გახლავთ.

იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ არგენტინის ნაკრების წარუმატებლობა მესის ბრალი არაა და მისი მარადონასთან შედარება არ შეიძლება, რადგან „ლა პულგას“ თანაგუნდელები დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ართმევენ თავს.

„ხალხი მარადონასა და მესის შესახებ ხშირად საუბრობს. მარადონას არგენტინის ნაკრებში უფრო ძლიერი და გაცილებით მაღალი დონის თანაგუნდელები ჰყავდა, ვიდრე მესის.

ლეოს წინ შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ, მაგრამ ნახევარდაცვაში საქმე რთულადაა და დაცვა პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, იგი თამაშზე ფიქრით ცოცხლობს და ნეიმარივით ბიზნესი არ აინტერესებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები