ევროპული პრესა: ნეიმარი და კოუტინიო კლუბებს გაცვლიან!
Aa
Aa

ევროპული პრესა: ნეიმარი და კოუტინიო კლუბებს გაცვლიან!

ნასერ ალ-ხელაიფის განცხადების შემდეგ სრულიად საფეხბურთო სამყარო ნეიმარის პსჟ-დან წასვლაზე ალაპარაკდა, პრესამ კი მისი შემცვლელის შესახებ აქტიურად წერა დაიწყო.

აქამდეც ვრცელდებოდა ხმები, რომ ფილიპე კოუტინიო "პარკ დე პრენსზე" გადაბარგდებოდა და ამიერიდან ამ ტრანსფერმა კიდევ უფრო რეალური სახე მიიღო. როგორც ირკვევა, პარიზელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაიწყო.

ალ-ხელაიფის თქმით, ვისაც მის კლუბში თამაში არ სურს, შეუძლია წავიდეს, ბუნებრივია, ყველა ფიქრობს, რომ ეს სიტყვები ნეიმარის მიმართ იყო ნათქვამი. ბრაზილიელს კი დიდი ხანია უკვე ყოფილ კლუბ "ბარსელონასთან" აკავშირებენ.

შესაბამისად, დიდი შანსია, დიდი ბრაზილიური გაცვლა შედგეს და ნეიმარი - ბარსელონას, ხოლო კოუტინიო პარიზის გზას დაადგეს. 

აქვე დავამატოთ, რომ იმავე ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლა გამორიცხა და აღნიშნა, რომ მის გუნდში დარჩენაში 200%-ით დარწმუნებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები