ლობჟანიძის ტრანსფერზე ''რანდერსი'' მუშაობს: უკეთესი ჩემპიონატი ან დანიური გრანდი
Aa
Aa

ლობჟანიძის ტრანსფერზე ''რანდერსი'' მუშაობს: უკეთესი ჩემპიონატი ან დანიური გრანდი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ მისი მომავლის შესახებ ისაუბრა. ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში საუბრისას ლობჟანიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი დანიური გრანდის წევრი გახდეს.

საბა ლობჟანიძე:''დიდი შანსია ''რანდერსი'' დავტოვო. სასურველია უკეთეს ჩემპიონატში გადავიდე, თუმცა შესაძლოა დანიურ გრანდთან გავაფორმო კონტრაქტი. ''რანდერსი'' ჩემს ტრანსფერზე მუშაობს.

პირადად მეც დამიკავშირდნენ, თუმცა ჯერ კონკრეტული კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

''რანდერსი'' დაინტერესებულია, რომ ჩემი ტრანსფერით ფინანსური სარგებელი მიიღოს.

ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, კონკრეტულ გუნდებზე საუბარი არ მინდა.''

მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით საბა ლობჟანიძემ ''პარკენზე'' დანიას გაუტანა, დანიურ მედიაში ლობჟანიძის ტრანსფერზე უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება.  B.T.Sport-ის პოდკასტ Transfervinduet-ში ინფორმაცია საბა ლობჟანიძის ''რანდერსიდან'' წასვლის შესახებ  გაჟღერდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის გარემარბი დანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ''ბრონდბიუს'' სურს.

tipsbladet.dk-ზე საბა ლობჟანიძის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა:''ლობჟანიძემ გოლი სანაკრებო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ დანიას გაუტანა, რაც შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ საბას სატრანსფერო თანხა რამდენიმე მილიონით გაიზარდოს და გუნდებმა მასზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტიურად დაიწყონ.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები