marca: რეალს გუშინდელ ვარჯიშზე 2 ფეხბურთელი დაუშავდა!
Aa
Aa

marca: რეალს გუშინდელ ვარჯიშზე 2 ფეხბურთელი დაუშავდა!

მადრიდის "რეალისთვის" "ელ კლასიკოსთვის" მზადება არცთუ იღბლიანად მიმდინარებს. როგორც ესპანური marca ამბობს, შესაძლოა ზინედინ ზიდანს ძირითადი შემადგენლობის ორი წევრი რაფაელ ვარანი და ტონი კროოსი გამოაკლდეს.

საქმე ისაა, რომ ვარანს გუშინდელ ვარჯიშში მონაწილობა წვივის ტრავმის გამო არ მიუღია და უცნობია მოახერხებს თუ არა ფრანგი მცველი დღევანდელ "კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას.

რაც შეეხევა კროოს, იგი გუშინდელი საწვრთნელი პროცესისას ხესესთან შეჯახების შემდეგ ვარჯიშს გამოეთიშა და მისი საკითხიც უახლოეს საათებში ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ბარსას" მხირდან შეხვედრას მატიე, სანდრო რამირესი და ადრიანო გამოტვებენ, ხოლო ხორდი ალბას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

"ელ კლასიკო" "ნოუ კამპზე" დღეს 22:30 საათზე დაიწყება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები