Aa
Aa

"ტორპედო 2"-მა სასწაული ჩაიდინა! ზღაპრული "ქამბექი" 0:4-ის შემდეგ და 10 გოლიანი თრილერი ზესტაფონში!

რეგიონული ლიგის ბოლო მე-9 ტურში "ტორპედო 2" სტუმრად "ზესტაფონს" ესტუმრა და საოცარი მატჩი ჩაატარა.

ამ შეხვედრამდე გუნდებს 22-22 ქულა ჰქონდათ. ქუთაისელებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. მე-16 წუთისთვის "ტორპედო 2" 0:4-ს აგებდა!

მეორე ნახევარში თითქოს სტუმრები უშანსოდ და უიმედოდ იყვნენ, თუმცა სასწაულები სწორედ აქედან დაიწყო. გივი მუკბანიანის, თამაზ შარვაშიძისა და ირაკლი ჯანჯღავას გოლების წყალობით სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 3:4.

მატჩის მე-80 წუთზე "ზესტაფონმა" მეტოქის კარში მე-5 ბურთის შეგდებაც მოახერხა და თითქოს ყველაფერი დაასრულა, მაგრამ...

90-ე წუთზე თამაზ შარვაშიძემ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 4:5 გახადა, ზუსტად სამ წუთში 93-ე წუთზე ნიკოლოზ ქობულაძემ შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ამ საოცარ შეხვედრას წერტილი დაუსვა - 5:5.

ამ ზღაპრული ფრის შემდეგ, "ტორპედო 2"-მა რეგიონული ლიგის დასავლეთ ა ჯგუფის მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები