ბასილაშვილი ფუქსოვიჩთან კიდევ ერთხელ დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ფუქსოვიჩთან კიდევ ერთხელ დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩთან 3 სეტში დამარცხდა. 

ბასილაშვილმა პირველი პარტია ტაიბრეიკზე მოიგო, რასაც მეორე სეტში ფუქსოვიჩის გააქტიურება და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. გადამწყვეტი სეტი ქართველმა კარგად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნა, შემდეგ კი 5:4-ზე 3 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 7:6; 2:6; 5:7 წააგო.

ნიკამ 3 ეისი მოაწოდა და ძალიან ბევრი - 13 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 64-დან 41, ხოლო მეორეზე 54-დან 29 ქულა მოიგო. მან მეტოქეს 17 ბრეიკ-პოინტი მისცა, რომელთაგანაც 5 ბრეიკად გარდაისახა, თავად კი 7-დან 2 შანსი გამოიყენა.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა. იგი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-17 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები