ყველაფერი დასრულდა?
Aa
Aa

ყველაფერი დასრულდა? "ბარსა" უარს ამბობს? აბიდალმა კრუიფის ლეგენდარული ფრაზა გამოიყენა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის ნაკრებისა და „აიაქსის“ 19 წლის უკანახაზელი, მატიის დე ლიხტი უდიდესი ალბათობით კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია Calciomercato-მ გავლენიან გამოცემა Sky Sports-ზე დაყრდნობით გაავრცელა.

ბოლო წუთებში კი საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ლეგენდარული იოჰან კრუიფის ფრაზა გამოიყენა:

View this post on Instagram

Thank you johan , you are right✔ @fcbarcelona

A post shared by E.Abidal Official (@abi22ericabidal) on Jun 12, 2019 at 3:26am PDT

„ვინც ბარსელონაში თამაშზე დაფიქრდება, ის ჩვენთან ყოფნის ღირსი არ არის“. მადლობა იოჰან, შენ მართალი ხარ“.

ესპანური პრესა მიიჩნევს, რომ აბიდალის ასეთი პოსტის შემდეგ ყველაფერი ნათელია და „ბარსელონა“ დე ლიხტისთვის აღარ იბრძოლებს.

როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა პსჟ-ს ვარიანტი აირჩია, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც საკმაოდ მყარად გამოიყურება, მაგრამ მოდი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები