Aa Aa
11 ივნისი 2019  |  06:02

კაკაბაძე:''მარცხს მსაჯს ვერ დავაბრალებ, საუბარს აზრი არ აქვს''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში დანიამ ''ტელია პარკენზე'' საქართველო 5:1 დაამარცხა. შეხვედრაზე დიდი გავლენა მთავარი მსაჯის მიერ საეჭვო ვითარებებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მოახდინა.

საბა ლობჟანიძის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ არბიტრმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ერიქსენმა შეაგდო, შემდეგ კი ასევე საეჭვო ვითარებაში დანიის ნაკრებს მეტოქის კარში გატანილი გოლი ჩაუთვალა.

მატჩის შემდეგ შვეიცარიული ''ლუცერნის'' ფეხბურთელი ქართულ მედიას ესაუბრა.

ოთარ კაკაბაძე:''შეხვედრას უარყოფითად ვაფასებ. როცა 5:1-ს წააგებ, მთლიანობაში დადებითად ვერანაირად ვერ შეაფასებ, დასანანი შეცდომები დავუშვით, გოლები გავუშვით და  დავმარცხდით.

რაც შეეხება მეორე და მესამე გოლებს, მსაჯის გადაწყვეტილებებზე საუბარ არ მსურს, მაგრამ მარცხს მას ვერ დავაბრალებთ და აზრიც არ აქვს საუბარს. მესამე გოლის შემდეგ დაღლილობა დაგვეტყო, ფსიქოლოგიურადაც გაგვიჭირდა.''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველომ მხოლოდ გიბრალტართან აიღო ქულები, თუმცა შვეიცარიასთან, ირლანდიასთან და დანიასთან დამარცხდა. დანიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი 3 ქულა ''ტელია პარკენზე''  საქართველოსთან მოიპოვა.

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები