დე ლიხტისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება - დარჩა მხოლოდ 2 გუნდი
Aa
Aa

დე ლიხტისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება - დარჩა მხოლოდ 2 გუნდი

RMC Sport-ის ინფორმაციით, მატიის დე ლიხტისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება და ჰოლანდიელი მცველისთვის ამ მომენტისთვის მხოლოდ 2 კლუბი იბრძვის - პსჟ და „ბარსელონა“.

წყაროს ცნობით, ბრძოლას ჩამოშორდნენ „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ცნობილია, რომ „ბარსამ“ 19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ გამოიჩინა და მასთან მოლაპარაკებებიც უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, თუმცა პსჟ დე ლიხტის აგენტთან მინო რაიოლასთან ინტენსიურად კონტაქტობს და მას გაცილებით უკეთესი პირობების შეთავაზებას ჰპირდება.

მოსალოდნელია, რომ დე ლიხტის სანაცვლოდ „აიაქსი“ 75 მილიონ ევროს მიიღებს.

ფინანსური კუთხის გათვალისწინებით ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას რა თქმა უნდა, პსჟ-ს ვარიანტი უფრო ხიბლავს და მის კლიენტს სწორედ პარიზისკენ უბიძგებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს უფრო მეტად დე იონგთან ერთად „კამპ ნოუზე“ თამაში ხიბლავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არჩევანს გააკეთებს დე ლიხტი. საბოლოოდ, ყველაფერს მაინც ის გადაწყვეტს.

როგორც ესპანური პრესა წერს, მატიის დე ლიხტი თავისი მომავალი გუნდის შესახებ საბოლოო პასუხს რამდენიმე დღეში იტყვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები