ტიტანთა ჯახი ნახევარფინალში: ნადალი ფედერერის წინააღმდეგ
Aa
Aa

ტიტანთა ჯახი ნახევარფინალში: ნადალი ფედერერის წინააღმდეგ

როლან გაროსის ნახევარფინალში როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს შეხვდება. მათ მეოთხედფინალურ შეხვედრებში წარმატებულად იასპარეზეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფედერერი მეოთხედფინალურ სტადიაზე თანამემამულე სტენ ვავრინკას შეხვდა. შვეიცარიელთა დაპირისპირება ფედერერმა 4 სეტში 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოიგო. აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.

ესპანელმა რაფაელ ნადალმა კეი ნიშიკორი დამაჯერებლად სამ სეტში დაამარცხა. შეხვედრა ნადალის გამარჯვებით  6:1, 6:1, 6:3 დასრულდა.

ნადალისა და ფედერერის დაპირისპირება 7 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები