Aa
Aa

ხამეს როდრიგესი "იუვეში"? რონალდუ კოლუმბიელის დაყოლიებას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს სურს ხამეს როდრიგესმა კარიერა „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი მოწინავე გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.

კოლუმბიელი ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა და „ბაიერნში“ იჯარის წესით იმყოფება. მიუნხენელები როდრიგესის კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებენ და დიდი ალბათობით ხამესი ზაფხულში „ალიანც არენას“ დატოვებს. 27 წლის ფეხბურთელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს, რადგან ზინედინ ზიდანთან ცუდი ურთიერთობა აქვს და სხვა ვარიანტებს აქტიურად განიხილავს.

BILD-ის ცნობით კრიშტიანუმ მომენტით ისარგებლა და კოლუმბიელის დაყოლიება სცადა. რონალდუ ყოფილ თანაგუნდელს Facetime-ის მეშვეობით დაუკავშირდა და „იუვენტუსში“ გადასვლა შესთავაზა. როდრიგესის გადაბირებით ტურინელთა ბოსებიც დაინტერესებული არიან და წინადადებასაც ამზადებენ.

27 წლის ნახევარმცველმა „ბაიერნში“ საკუთარი თამაში ვერ იპოვა და „რეკორდმაისტერის“ ქომაგების კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. განვლილ სეზონში მან მიუნხენური გრანდის მაისური 20-ჯერ მოირგო და 7 გოლსა და 4 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები